LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy A8-ს ჟღერადობასთან პრობლემები აქვს

54

Samsung Galaxy A8-ს სულ უფრო მეტი მფლობელი ჩივის სმარტფონის ჟღერადობის მხრიდან პრობლემის არსებობაზე.

მათი მტკიცებით, მედიაფაილის დაკვრის ან შემომავალი ზარის დროს, ხმის ხარვეზი თვალშისაცემია. ძირითადად კი პრობლემა თავს მაშინ იჩენს, როდესაც მოწყობილობა იმუხტება.

პირველად, ხმები არსებული პრობლემის შესახებ მიმდინარე წლის მარტში გაისმა, დროთა განმავლობაში კი უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება.

არსებობს ვარაუდი, რომ საქმე ბატარეაშია, თუმცა ნაწილის აზრით, პრობლემა პროგრამული განახლების შემდეგ გაჩნდა.

ამ ეტაპზე Samsung კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები