LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy S9-ის კონცეპტი ქსელში მოხვდა (ვიდეო)

64

მსოფლიო გიგანტებმა მერვე თაობის მოწყობილობები უკვე წარმოადგინეს, ამიტომ თაყვანიმცემელთა ნაწილი უკვე 2018 წელს ელოდება, რათა უახლეს მოდელებზე მეტი შეიტყოს.

დიზაინერები უკვე საკუთარ იდეებს უწევენ დემონსტრირებას იმასთან დაკავშირებით თუ როგორი შეიძლება იყოს Samsung Galaxy S9. ერთ-ერთი ვერსია კი უკვე ქსელშიც ხელმისაწვდომია, საიდანაც ვგებულობთ, რომ სმარტფონს კვლავ ჩარჩოს გარეშე დისპლეი აქვს, USB Type-C-ის პორტი, ხოლო თითის ანაბეჭდის სკანერი კვლავ ეკრანზე აქვს განთავსებული.

რაც შეეხება სხვა ტექნიკურ მახსიათებლებს, სიახლეს 16 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, ორმაგი ძირითადი კამერა და Android 8.1-ის ოპერატიული სისტემა ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები