LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Galaxy S9-სა და S9+-ის დეტალები ქსელში მოხვდა

60

მომდევნო წლის შუა რიცხვებში Samsung Galaxy S9-სა და S9+-ის გამოსვლა იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი, ახალი გაჯეტების შესახებ ინფორმაციამ ქსელში გაჟონა.

ცნობილი ხდება, რომ ტელეფონებს 5,7 და 6,2 დიუიმიანი ეკრანი ექნება. დიზაინი მისი წინამორბედისგან მკვეთრად განსხვავებული არ იქნება: სმარტფონი თხელ ჩარჩოს და მომრგვალებულ კუთხეებს მიიღებს. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დისპლეის ქვეშ თითის ანაბეჭდის სკანერიც განთავსდება.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები