LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung-ი Galaxy S24-ს 17 იანვარს წარადგენს

168
g-s24

Samsung-ი Galaxy S24-ს 17 იანვარს წარადგენს. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა Samsung-ის ვებგვერდზე, ასევე YouTube-ის მეშვეობით. სმარტფონების წარდგენა სან-ხოსეში, კალიფორნიაში თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

ღონისძიების მთავარი პროდუქტი სწორედ Galaxy S24 იქნება, თუმცა Samsung-ი საზოგადოებას სხვა მოწყობილობებსაც წარუდგენს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება ფიტნესზე ორიენტირებული ტრეკერი, Galaxy Buds 3 Pro და ახალი „ჭკვიანი ბეჭედი“, აგრეთვე შერეული რეალობის სათვალე.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები