კომპანია Samsung-მა სამი ახალი Windows ნოუთბუქი წარმოადგინა. ერთ-ერთი მათგანი 15,6 დიუიმიანი ეკრანით არის აღჭურვილი და მეტალის კორპუსი აქვს. დანარჩენი ორი მოდელი 14 დიუიმიანია.
სხვა დანარჩენში მოწყობილობების სპეციფიკაციები თითქმის იდენტურია. მათ Intel-ის მე-8 ან მე-7 თაობის პროცესორები აქვთ, სამივე აღჭურვილია Numpad-ის ციფრული ერგონომიული კლავიატურით.
თავდაპირველად, ნოუთბუქები სამხრეთ კორეაში გამოვა, აპრილის მეორე ნახევრიდან კი ის მთელს მსოფლიოში გამოჩნდება.