10 აგვისტოს, Samsung-მა ახალი თაობის, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონები, Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4 წარადგინა. გამორჩეული ფორმა Galaxy Z სერიის მეოთხე თაობის სმარტფონებს უნიკალურ მოწყობილობებად აქცევს.
Z Flip4-ში ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-მდე გაიზარდა, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი. Galaxy Z Flip4 ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.
Z Fold4-ში რამდენიმე აპლიკაციაში პარალელურად მუშაობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულება ახლა ბევრად უფრო მარტივია. ამაზე პასუხისმგებელია სამსუნგის უახლესი ინტერფეისი One UI 4.1, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებთან.