“ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატები ადასტურებენ, რომ საუბარი სამთავრობო ცვლილებებზე იყო. გია ვოლსკი ამბობს, რომ ამაზე მსჯელობა სამშაბათს, პოლიტსაბჭოს სხდომაზეც გაგრძელდება.
რა განცხადებებს აკეთებენ უმრავლესობის დეპუტატები
დღეს "ქართული ოცნება" სხდომას გამართავს - განიხილება თუ არა პრემიერის შეცვლის საკითხი
„ ვფიქრობ, ხვალ დილას გეცოდინებათ, საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, დატოვებს თუ არა თანამდებობას მამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა:
„ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს გაცილებით უკეთეს და სიღრმისეულ განცხადებას, ვიდრე ახლა შემიძლია ერთი სიტყვით ვთქვა. გარდა ამისა, არსებობს კოლეგიალობის სტანდარტი, რომელიც არ ითვალისწინებს წინ გადახტომას იმ განცხადებაზე მაშინ, როდესაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველასთვის იქნება მოცულობითი და საინტერესო ინფორმაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ბახტაძის ჩანაცვლებაზე ბოლო პერიოდია აქტიურად საუბრობენ, შესაბამისად, პრემიერი ხვალ განცხადებას სწორედ მის გადადგომაზე გააკეთებს.