LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში ძაღლი რევოლვერით დაჭრეს (ფოტოები)

484
dog-news19

თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს ფოტოებს და ასევე ამბავს ძაღლის შესახებ, რომელიც მათი მტკიცებით, რევოლვერით არის დაჭრილი:

„სამტრედიაში ბაზრის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ეს უწყინარი შავი ფერის ხვადი ძაღლი. მას მეურვეობას უწევდა ქალბატონი სვეტლანა როგავა. 3 დღის უკან, დილით ქალბატონმა სვეტლანამ ძაღლი სისხლის გუბეში მოცურავე ნახა. აღმოუჩინა პირველადი დახმარება და ჩვენც ჩაგვაყენა საქმის კურსში. კეთილი ადამიანების დახმარებით, კერძოდ სოფო სიაშვილმა ძაღლი ჩამოიყვანა თბილისში. მივიყვანეთ კლინიკაში, გადავუღეთ რენტგენი, რომელმაც საშინელი სურათი გვაჩვენა .ძაღლს სავარაუდოდ რევოლვერის ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელმაც დაუზიანა ნერვული სისტემა. ამის გამო ძაღლი ვერ გადაადგილდება. ოპერაციის გაკეთება და ტყვიის ამოღება შეუძლებელია , რადგან ის შეიცავს ძაღლის სიცოცხლისთვის ძალიან დიდ რისკს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g