LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში სასათბურე მეურნეობა გაფართოვდა

87

საპარტნიორო ფონდმა Georgian Fresh Holding B.V- თან ერთად სამტრედიაში სასათბურე მეურნეობა დამატებით 1, 6 ჰექტარზე გააფართოვა.

როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, სათბურში დაახლოებით 1, 000 ტონამდე სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა არის დაგეგმილი. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, თუმცა არსებობს ექსპორტის პოტენციალი მეზობელ ქვეყნებში.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კი 1,4 მლნ. ევროს შეადგენს.

”სასათბურე მეურნეობის გაფართოების მიზანია დაბალხარისხიანი იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 23 ადამიანი, ხოლო გაფართოების დასრულების შემდგომ დასაქმებულთა რაოდენობა 40 კაცამდე გაიზრდება”, – განაცხადეს ფონდში.

Georgian Fresh Holding B.V-მა სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით შპს „იმერეთი Greenery” შექმნა. კომპანიამ სამტრედიის სასათბურე მეურნეობაში თებერვლიდან დაიწყო სხვადასხვა ტიპის სალათის ფურცლის მოყვანა, რომლის წლიური წარმადობა 160 ტონაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g