მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უკვე შექმმნილია სამუშო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენასა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის.
“საპატრიარქოში კომისია არ შექმნილა. ჩვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავდით და ეს ჯგუფი შექმნილია. აღნიშნულ ჯგუფში მხოლოდ საპატრიარქო არ შედის. აქ შედიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ პრობლემებით არიან დაკავებულნი.
ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილებას ანალიზი გავუკეთოთ, იქ როგორ ხდება სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან ასეთი ოდენობით აგრესია, ძალადობა, უხამსობა არ მოდიოდეს,” – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
კითხვაზე, მიმართავენ თუ არა პარლამენტს, რომ საკითხი დარეგულირდეს კანონის დონეზე, მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ თუ ეს ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს, “აქამდე მივალთ.”