LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება” – მერია ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებულ კვანძს აწესრიგებს

156
კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იმის გამო, რომ დღის განმავლობაში მოძრაობა არ შეიზღუდოს სამუშაოები ღამის საათებში იწარმოებს.

“დაწყებული გვაქვს 12 პრობლემური საგზაო კვანძის მოწესრიგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ და ვთქვით, თუ როგორ ვფიქრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, რათა ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა კიდევ უფრო გავზარდოთ. ქალაქში გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. არსებობს შესაბამისი სივრცეები, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება და ამ მიმართულებით, სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი საგზაო მონაკვეთია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული გზაჯვარედინი. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოძრაობა დღის საათებში ნაკლებად შევზღუდოთ, აღნიშნული კვანძის მოსაწესრიგებლად საჭირო სამუშაოები, განსაკუთრებით, ღამის საათებში ჩატარდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, პრობლემურ 12 კვანძზე სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება, რომ მოძრაობის შეზღუდვამ მოსახლეობისთვის დისკომფორტი არ გამოიწვიოს.

ოპოზიციაში სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან… საცობებს უნდა დავუპირისპიროთ ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს სწრაფი და კომფორტული – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g