LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამწუხარო პრაქტიკაა, როცა ფერმერების მხრიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა ხდება” – უკანონოდ ხე-ტყის მოპოვებაზე სანქციები მკაცრდება

123
ხე-ტყე

მიწის ნაკვეთზე მარცვლოვანი ნაწვერალის გადაწვისთვის ჯარიმა მკაცრდება. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცვლილებების მოსალოდნელი შედეგი გავრცელებული მავნე პრაქტიკის – მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდების აღმოფხვრა და შემაკავებელი ეფექტის შექმნაა.

უწყების ცნობით, კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი – 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული სანქციები გამოიწვევს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, მფლობელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის დაჯარიმებას.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვაგრძელებთ ამ პროცესს, როგორც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კუთხით, ასევე სამრეწველო საწარმოებისა და ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის კონტროლის მიმართულებით. ეს საკითხი, რომელზეც მთავრობამ იმსჯელა, ერთ-ერთი ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყოველ შემოდგომაზე ვაკვირდებით, ძირითადად, კახეთის რეგიონში. სამწუხარო პრაქტიკაა, როცა ფერმერების მხრიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა ხდება, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგს და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ ამ ცეცხლის გავრცელების კუთხით. აქამდე არ გვქონდა ქმედითი მექანიზმი ამის საწინააღმდეგოდ და დღეს, მთავრობამ მოიწონა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას ახდენენ დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს, ასევე გარემოს და ამავდროულად აღნიშნული ქმედება დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთანავე, დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა. ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა მიზანშეწონილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g