სამწუხაროდ, ასეთი მუსიკოსები აღარ იბადებიან, თუმცა კი ჩვენ გვტოვებენ, – ასე ეხმაურება ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში ლეგენდარული ტინა ტერნერის გარდაცვალებას.
„ტინა ტერნერი – ყველა დროის საუკეთესო როკ მომღერალი და მსოფლიო მუსიკალური სცენის ყველაზე ქარიზმატული შემსრულებელი – 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ შვეიცარიაში, ციურიხთან ახლოს მდებარე კუსნახტში, საკუთარ სახლში.
რამდენიმე წლის წინ მან საკმაოდ მძიმე ფორმის ინსულტი გადაიტანა. სამწუხაროდ, ასეთი მუსიკოსები აღარ იბადებიან, თუმცა კი ჩვენ გვტოვებენ…”, – წერს ზაზა შენგელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს როკ ენ როლის დედოფალი, ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.