LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება უფრო მეტხანს, ვიდრე სხვაგან, რადგან ჩვენთან ვაქცინირებულია მოზარდი მოსახლეობის 45%-მდე – ეპიდემიოლოგი მაია კაშია

106
დსფგდფგ

ეპიდემიოლოგ მაია კაშიას ვარაუდით, საქართველოში პანდემია უფრო გვიან დასრულდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

„ყველანაირი ანტირეკორდი მოხსნილია, შეიძლება ითქვას, მას შემდეგ რაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო. ვუახლოვდებით მეექვსე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენთან ვაქცინირებულია მოზარდი მოსახლეობის დაახლოებით 45%-მდე, რაც რეალურად არის ძალიან დაბალი რიცხვი“, – აღნიშნავს ეპიდემიოლოგი “იმედთან” საუბრისას.

გებრეისუსი: მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს, დანებებაც და გამარჯვებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექვს რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 22 239 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 59 195 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 9 %-ით მეტია.

ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 51% ევროპის რეგიონში გამოვლინდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g