LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარ არის“ – „ჰამასის“ მიერ გატაცებული შანი ლუკის დედა

912
Untitled design (81)

გერმანელი ტურისტი, რომელიც ღაზას სექტორში „ჰამასის“ თავდასხმის დროს დაკარგულად მიიჩნეოდა, გარდაიცვალა.

22 წლის შანი ლუკის ოჯახი, ამის შესახებ ინფორმირებულია.

„სამწუხაროდ, გუშინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩემი ქალიშვილი ცოცხალი აღარ არის,“ – განუცხადა ლუკის დედამ რიკარდამ გერმანულ გამოცემა RTL-ს. – ინფორმაციას The Times of Israeli ავრცელებს. 

მანამდე რიკარდა ლუკი ამბობდა, რომ მისი ქალიშვილი ღაზის სექტორის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მას თავის მძიმე ტრავმა აქვს. ლუკი გერმანიის მთავრობას მოუწოდებდა ყველაფერი გაეკეთებინათ მისი შვილის ევაკუაციისთვის.

„უნდა იმოქმედოთ სწრაფად და გამოიყვანოთ შანი ღაზას სექტორიდან!“ – „ჰამასის“ მიერ გატაცებული გერმანელი ტურისტის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ცოცხალია 

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წევრები 7 ოქტომბერს მუსიკალურ ფესტივალ Universo Paralello-ს დაესხნენ თავს.

ფესტივალის სულ მცირე 260 მონაწილე დაიღუპა, ნაწილი კი ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები