LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამწუხაროდ, საქართველოში არასწორი მოლოდინებია, მთავრობა არაფერს აკეთებს ევროკავშირის კანდიდატობისთვის: კრამონი

83
Untitled design

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვეროკავშირის კანდიდატობისათვის არაფერს აკეთებს.

ამის შესახებ კრამონმა “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ისაუბრა და იმ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ შანსების გასაზრდელად უნდა შეასრულოს.

ნეტგაზეთის კითხვაზე – რა რეალისტური მოლოდინები უნდა ჰქონდეს საქართველოს, არსებობს თუ არა იმედის ნაპერწკალი, ან პირიქით, არის თუ არა სკეპტიკური განწყობები საქართველოსადმი და რა არის საჭირო, თბილისის შანსების გაზრდისთვის – კრამონი პასუხობს:

“ამ შანსების გასაზრდელად საჭიროა იმის შესრულება, რაზეც უკვე შევთანხმდით – ასოცირების შეთანხმება, შარლ მიშელის შეთანხმება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, საარჩევნო კანონმდებლობა, პარლამენტში ოპოზიციური პარტიების უფლებების გაზრდა, ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ, ერთი წლის წინ იდო მაგიდაზე. ეს იქნებოდა ბაზისი ჩვენი მოლაპარაკებებისთვის.

რაც შეეხება მოლოდინებს, ეს ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, საქართველოში არასწორი მოლოდინებია. მე ვერ ვხედავ დიდ სურვილს ევროკავშირის მხრიდან მიანიჭოს (საქართველოს კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი), იმ დროს როდესაც საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შესაძლებელია განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვა, ან თუნდაც პროცედურების შემჭიდროებულ დროში ჩატარება – ვიოლა ფონ კრამონის პასუხი ასეთია:

“თუ რეფორმები დაიწყება – კი, მაგრამ თუ არა, მაშინ ვერ ვხედავ ასეთ შესაძლებლობას. ნებისმიერი და ყველა პროცესი პირობებზეა დამყარებული.

როდესაც გინდა ევროკავშირის წევრი გახდე, მაგრამ მაშინ, როდესაც არაფორმალური შეთანხმებაც მიუღებელია, მაშინ რა შეიძლება, რომ გაკეთდეს. საქართველოს მთავრობის ხელთაა, რომ დაამტკიცონ, რომ ამას (ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება) სერიოზულად განიხილავენ და არა უბრალოდ საჯაროობისთვის”, – განუცხადა კრამონმა “ნეტგაზეთს”.

“პრემიერ-მინისტრის განცხადება, ეს იგივეა, როდესაც ქალზე კაცი ძალადობს, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ქალის ბრალი იყო” – კრამონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g