LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, ვიღაცამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.. მალე, ისევ ისეთი ენერგიული, გადარეული, ფერადი ია ვიქნები და ისევ ვივლი თოვლში შორტებით! გულში ჩავიბეჭდე ყველას თანადგომა“ – ია თინიკაშვილი

680
ია თინიკაშვილი

„მეგობრებო, სამწუხაროდ, ვიღაცამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, კიდევ 100 წელი არ ვაპირებ სიკვდილს“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ია თინიკაშვილი, რომელსაც როგორც მანამდე სოციალურ ქსელში თავადვე დაწერა, თავის ტვინის ანევრიზმა დაუდგინდა.

საკუთარ პოსტში ია ასევე აღნიშნავს, რომ გაოგნებული და ბედნიერია, ასეთი თანადგომის, გამხნევებისა და სიყვარულისთვის.

„მინდა, რომ სიკეთე დაგიბრუნოთ ყველას სათითაოდ. უკვე დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობა და ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად იქნება. სულ მალე, ისევ ისეთი ენერგიული, გადარეული, ფერადი ია ვიქნები და ისევ ვივლი თოვლში შორტებით!

 ქალს, რომელიც დაბადებიდან 3 წლამდე მენჯებზე თაბაშირებით იყო, რომელსაც 5 ოპერაცია თვალებზე და 6 ქირურგიული ღია მუცელკვეთა აქვს გაკეთებული, რომელიც წინა ხაზზე, ტყვიის წვიმაში მუშაობდა, რომელსაც ერთხელ გველმა უკბინა და ერთხელ დათვმა დაგლიჯა, რომელმაც უამრავი პირადი ტრაგედია გამოიარა, თავის ტვინის ანევრიზმაც ვერაფერს უზამს!

გმადლობთ, თანადგომისთვის – მეგობრებს, კოლეგებს, ნაცნობებს თუ უცნობებს, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ადმინისტრაციას, თავდაცვის და ჯანდაცვის სამინისტროებს, სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომ ამ სრულიად მოულოდნელი დიაგნოზის დასმის პირველი წუთიდან, ამგვარ თანადგომას იჩენთ.

მადლობა იმ მღვდელმთავრებს და სხვა სასულიერო პირებს, ვინც ლოცვით მეწევა და მადლობა ჩემ შვილს, რომელიც საქართველოში მხოლოდ ხვალ იქნება და უკვე 2 დღეა არ მელაპარაკება მეგობრების მხრიდან იძულებით დაწერილი ჩემი წინა პოსტის გამო, ნაწყენია – 29 წლის შვილისთვის დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სრულად მისი პასუხისმგებლობააო!

მიყვარხართ! დახმარების თითოეულ წვეთს და სიტყვას უშველებელი მნიშვნელობა ჰქონია. გულში ჩავიბეჭდე ყველას თანადგომა.

(იმ ძველ პოსტს კი ვაუქმებ)“. – წერს ია თინიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g