დედა ტერეზა – პლანეტის ყველაზე ხშირად ციტირებული ისტორიული პერსონაა, რომლის ლაკონურ გამოსვლებში ადამიანები არა მხოლოდ პასუხებს პოულობენ საკუთარ შეკითხვებზე, არამედ რჩევებსაც იღებენ რთულ სიტუაციაში სწორად მოქმედებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად 5 სექტემბერი – დედა ტერეზას გარდაცვალების დღე – ქველმოქმედების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ცნობილი ადამიანების ციტატები
fortuna.ge გთავაზობთ დედა ტერეზას ცნობილ ფრაზებს:
სიყვარულს მოშივებული ადამიანის დაპურება უფრო რთულია, ვიდრე საკვებს მოკლებულისა.
მარტოობის და უსარგებლობის შეგრძნება, როცა არავის სჭირდები – სიღატაკის ყველაზე მძიმე ფორმაა.
დისტანციაზე სიყვარული მარტივია, ბევრად რთულია იმის შეყვარება, ვინც ყოველდღე შენს გვერდითაა.
სხვების მუდმივად გაკიცხვისას დრო აღარ დაგრჩებათ მათ შესაყვარებლად.
ოჯახის შესაქმნელად სიყვარულიც საკმარისია, მის შესანარჩუნებლად კი, მოთმინებისა და წახალისების სწავლაა საჭირო.
ღიმილი – სიყვარულის მთავარი აქტია.
ცხოვრებისგან მორიგი დარტყმის მიღების შემდეგ, უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერი ბევრად უარესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო და გაიღიმე.
სიყვარული – ერთადერთია, რომლის სხვასთან განაწილების შემდეგ უფრო ბევრი ხდება.
თუ მარტოობა გტანჯავს, არ ღირს პასიურობა. კუთხეში ჯდომას და საკუთარ მარტოობაზე ტირილს ყოველთვის ადამიანებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა ჯობია.
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ბევრს ვაკეთებთ სხვებისთვის, მთავარია რამდენი სიყვარულია ჩვენს მოქმედებაში.
ადამიანის ყველაზე დიდი ცოდვა – არა სიძულვილი, არამედ გულგრილობაა გაჭირვებულის მიმართ.
ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ – წვეთია ოკეანეში, თუმცა ამ წვეთის გარეშე არც ოკეანე იქნებოდა.
არ არსებობს ბედნიერების გასაღები, რადგან ბედნიერების კარი ყოველთვის ღიაა.
სიკეთე, რომელიც დღეს გააკეთე, ხვალ ადამიანებს დაავიწყდებათ, მაგრამ გული არ გაიტეხო, გააგრძელე სიკეთის კეთება.