LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამყაროს ყველაზე ღრმა ხედი პირველად ისტორიაში – ჯეიმს ვების ტელესკოპით გადაღებული პირველი სრულყოფილი ფერადი ფოტო

262
293409621_496623909131244_7076147623196247817_n

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, NASA ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის, ჯეიმს ვების მიერ გადაღებულ პირველ სრულყოფილ, სამეცნიერო ღირებულების მქონე ფოტოს აქვეყნებს. სააგენტოს შეფასებით, ეს არის „ჩვენი სამყაროს ყველაზე ღრმა ხედი, რაც კი ოდესმე გადაუღია კაცობრიობას“. ამით ტელესკოპი უკვე ოფიციალურად შეუდგა სრულყოფილი სამეცნიერო ოპერაციების წარმოებას და კოსმოსის კვლევაში სრულიად ახალ ეპოქას დაუდო დასაბამი.

ვების პირველი სურათი თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა წარმოადგინეს.

პირველი შორეული დაკვირვებებისთვის, ვებმა გაიხედა ცის მონაკვეთისკენ, რომელსაც SMACS 0723-ს უწოდებენ და მდებარეობს სამხრეთის ცაზე, მფრინავი თევზის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

SMACS 0723 განსაკუთრებით კარგი სამიზნეა ამ სახის დაკვირვებებისთვის, რადგან იქ წინა ფონზე არის გალაქტიკების მასიური შეჯგუფება, რომელიც გიგანტური კოსმოსური გამადიდებელი შუშის როლს ასრულებს. უზარმაზარი მასის გამო, მათი გრავიტაცია გარშემო წარმოქმნის სივრცე-დროის გამოკვეთილ გამრუდებას და უფრო შორეულ ობიექტთა სინათლეზე აქვს გამადიდებლის ეფექტი.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი სურათია ამ დროისათვის. მას უკვე უწოდეს Webb’s First Deep Field-ი და წარმოუდგენელ დეტალებში ასახავს გალაქტიკათგროვა SMACS 0723-ს. ექსპოზიციის დრო 12,5 საათი.

ათასობით გალაქტიკა, მათ შორის ყველაზე მკრთალი ობიექტები, რომლებზეც ოდესმე ჩატარებულა დაკვირვებები ინფრაწითელ დიაპაზონში, ვების თვალების პირველი სამიზნე გახდა. ბევრ მათგანს საერთოდაც პირველად ვხედავთ. უკიდეგანო სამყაროს ეს მონაკვეთი ჩვენს ცაზე მხოლოდ იმხელა ადგილს იკავებს, რასაც ქვიშის მარცვალი, თუ მას ხელში დაიჭერთ და ცისკენ გაიშვერთ. მანძილი ამ გალაქტიკათგროვამდე დაახლოებით 4,6 მილიარდი სინათლის წელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g