ბიჭი, ვისი ფოტოც სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემის წევრი გური ასათიანია.
ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია ავრცელებს.
აკადემია აღნიშნავს, რომ გური ჯერ პატარა, თუმცა უკვე მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე და უბრალოდ, ძალიან კეთილი პიროვნებაა.
“ბავშვები ყველაზე გულწრფელები, კეთილები და მზრუნველები არიან.
გაიცანით ჩვენი აკადემიის პატარა წევრი გური ასათიანი.
ჯერ პატარა, თუმცა უკვე მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე და უბრალოდ, ძალიან კეთილი პიროვნება.
სოციალურ ქსელში მისი მისაბაძი საქციელის ფოტო გავრცელდა.
ისტორია კი ასეთი იყო, „სანამ არ დარეკა მითითებულ ნომერზე და არ გაიგო რომ დაკარგული არ იყო „ვულფი” მანამდე არ წავიდა”.
ასე პოზიტიურ ნოტაზე დაგემშვიდობებით და ყოველთვის გახსოვდეთ “სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს”.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

