ჯეი ლოსთან უთანხმოებისა და განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, ბენ აფლეკი სანტა-მონიკაში ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ გარნერთან ერთად გადაიღეს. ისინი საერთო ვაჟს, სემუელს კალათბურთის მატჩზე ახლდნენ თან. ბენ აფლეკის და ჯენიფერ გარნერის ერთობლივ ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„სანამ არ გაწყდება კავშირი ბენ აფლეკსა და ჯენიფერ გარნერს შორის, ჯეი ლოსთან ურთიერთობა ვერ დალაგდება“, „ზედმეტია უკვე ასეთი კარგი ურთიერთობა“, „ყოფილების ეპოქა“, „გამძლეობას გისურვეთ ჯეი ლო“, – არ წყდება კომენტარები.
„ბენიფერის“ დაბრუნება – ჯეი ლო მეუღლესთან და დედამთილთან ერთად უხასიათო გამომეტყველებით გამოჩნდა