გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებით, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში იქნება, ევროკავშირი არ გახსნის მოლაპარაკებებს საქართველოსთან.
ფიშერის თქმით კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი მოლაპარაკებების გახსნა უნდა ყოფილიყო.
„საქართველო არის [ევროკავშირის] კანდიდატი ქვეყანა. ეს იყო უზარმაზარი ისტორიული ნაბიჯი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, ყველა ქვეყანა მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან“ – განცხადა ფიშერმა BMG-სთან ინტერვიუში.