LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ გენშტაბის უფროსი და შოიგუ არ მოვლენ, აქ ვართ“ – ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

202
Untitled design (1)

ევგენი პრიგოჟინის ულტიმატუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს – რუსულ Telegram არხებზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი სამხრეთ სამხედრო ოკრუგის შტაბ-ბინაში იმყოფება და ამბობს, რომ „ვაგნერი“ აკონტროლებს როსტოვის ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს.

„გენერალური შტაბის უფროსი აქედან გაიქცა, როგორც კი გაიგო, რომ ჩვენ ვუახლოვდებოდით [შტაბის] შენობას. […] ჩვენ აქ ვართ. გვინდა გენერალური შტაბის უფროსი და შოიგუ მივიღოთ. სანამ ისინი არ მოვლენ ჩვენ აქ ვართ, ქალაქ როსტოვს ვბლოკავთ და მოსკოვში მივდივართ“, – ამბობს პრიგოჟინი.

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს “ვაგნერზე” თავდასხმაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება – რას პასუხობს კრემლი

ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს

„ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე სიტუაციას, მიმდინარე მოვლენებს ჯო ბაიდენიც გაეცნო“ – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

ვინ არის ერთ დროს პუტინის „მზარეული“ პრიგოჟინი, რომლის წინააღმდეგ „ეფესბემ“, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g