LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ მართლა არ შეგვასხამს ქიმიურ სითხეს, მანამდე ვითხოვ დაიცვათ ჩემი და ჩემი პატარების უსაფრთხოება! გააკეთეთ სასწრაფო რეაგირება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის, გოგიაშვილის მიმართ…“ – ყოფილი მოდელი, ლიკა შენგელია პროკურატურას მიმართავს

598
ლიკა შენგელია, სალომე გოგიაშვილი

ყოფილი მოდელი, ლიკა შენგელია, რომელიც ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს.

შენგელია საქართველოს პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს და აცხადებს, რომ ტელეწამყვანი, სალომე გოგიაშვილი მას და მის ოჯახის წევრებს ქიმიური სითხის შესხმით ემუქრება.

„საქართველოს პროკურატურა, საქართველოს მთავარი პროკურატურა, თბილისის პროკურატურა, საქალაქო პროკურატურა – მე მოგმართავთ კატეგორიული მოთხოვნით !!!!! ამოიღეთ ხმა და გააკეთეთ სასწრაფო რეაგირება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის, გოგიაშვილის მიმართ, რომელიც არ ჩერდება და ყოველივე ზღვარს გადადის მისი ამხელა ცილისწამება, მუქარა და შეურაცხყოფა!!! ჩემი 70 წლის დედა , ჩემი ძმა , ჩემი შვილები , ყველა ამ ავადმყოფის მსხვერპლია უკვე !!!! მე მოგმართავთ და მოვითხოვ სასწრაფო რეაგირებას შემოტანილ საქმეზე !!! დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება და მოხდეს დანაშაულზე უმკაცრესად პასუხის მოთხოვნა !!!! ამის ატანა უკვე ყოველივე ძალებს აღემატება ….. სანამ მართლა არ აასრულებს მუქარებს და არ შეგვასხამს ქიმიურ სითხეს მანამდე ვითხოვ დაიცვათ ჩემი და ჩემი პატარების უსაფრთხოება!“ – წერს ლიკა შენგელია.

სალომე გოგიაშვილი ჩანაწერების გასაჯაროებას აანონსებს: „ამდენი ხანია მაქვს და ყოველ მოსმენაზე გულს მიხეთქავს, ჩემთვის ძალიან მძიმედ მოსასმენს შეგნებულად არ ვდებ“

„2 თვეა ვაკვირდები და ვფიქრობ ღამე როგორ სძინავს იმ ფიქრით რომ იცის რაც გააკეთა და მაინც უტიფრად დგას და იტყუება!“

ცნობისთვის, დაპირისპირება ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. ლიკა შენგელიამ საკუთარ პროფილზე ფოტოები და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას თავს დაესხნენ და თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს.

თავის მხრივ, სალომე გოგიაშვილმა საპასუხო ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ყოფილ მოდელს, ლიკა შენგელიას ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო სასამართლოში უჩივლებს. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ემოციურ ვიდეომიმართვაში გოგიაშვილი ამბობდა, რომ ბრალდებები, რომელიც მისი მისამართით შენგელიამ სოციალურ ქსელში გააჟღერა, სიცრუეა.

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის…

Posted by Lika Shengelia on კვირა, 05 ოქტომბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g