LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ მე ვარ, რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებში ვეღარ ითამაშებს

42

საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩში დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე, მადრიდის გარეუბან “ალფონსო პერეს კოლისეუმზე” გაიმართება. მარტჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” წარმოადგენს.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია.

”ამ გუნდს ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ

ამ შეხვედრას უკეთ ჩავატარებთ, ვიდრე ბოლო თამაშებს. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, ამაზე არ ვფიქრობთ, უბრალოდ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ გავაკეთეთ ბოლო ორ შეხვედრაში, რომელიც ცუდად ჩავატარეთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზეც. ამ გუნდთან ერთად მხოლოდ ორი თვეა, რაც ვმუშაობ. სამუშაო კი ბევრია საიმისოდ, რათა ევროპულ დონეს მივაღწიოთ”, – განაცხადა ვაისმა.

მისივე თქმით, სანამ ამ გუნდის მწვრთნელია, რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს.

”ამას გარდა, გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც”, – აღნიშნა ვაისმა.

რუმინეთთან მატჩში მიღებული მცირე ტრავმის გამო, შესაძლოა, ესპანელების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს ლევან მჭედლიძემ.

 

 

13329328_1105462589524957_5607459528450190277_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g