LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანამ მსგავს პროცედურას გაიკეთებთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ…“ – რას ამბობს ექიმი დერმატოლოგი ჰიალურონის მჟავის ინექციების შესახებ

187
ნინო ცხოვრებაშვილი

ექიმი დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი, კლინიკა ესთეტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ნინო ცხოვრებაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ჰიალურონის მჟავის არასწორი გამოყენებით გამოწვეული სახიფათო შედეგების შესახებ საუბრობს.

კოსმეტოლოგი ამბობს, რომ ჰიალურონის მჟავის არასწორი გამოყენება სახის ბუნებრივი ფორმების დაკარგვას იწვევს:

„სახეზე ყველაზე პრობლემური პროცედურებიდან ერთ-ერთი არის ჰიალურონის მჟავის არასწორი გამოყენება. შესაძლოა თავიდან მიიღო „wow“ ეფექტი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ხშირად ხდება შეშუპება, სიმძიმე, სახის ბუნებრივი ფორმების დაკარგვა, ხოლო წლების შემდეგ შემავსებელი შეიძლება გადაადგილდეს, მიგრირდეს, რაც სახეს უფრო დამძიმებულ და შეშუპებულ იერს აძლევს, განსაკუთრებით თვალების ქვეშ. სანამ მსგავს პროცედურას გაიკეთებთ, მნიშვნელოვანია იცოდე არა მხოლოდ სწრაფი შედეგი, არამედ ისიც, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მომავალში…“ – ამბობს ექიმი დერმატოლოგი.

magti 5g