„ახლა ბიზნესი დგას ურთულესი გამოწვევის წინაშე. გასულ წელს ვერც შევადარებთ იმდენად ცუდი სიტუაციაა“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში „ტრეფიკ თრეველის” მმართველმა პარტნიორმა, ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კი რუსეთის აგრესია დაიწყო, უკრაინაში მომენტალურად ყველა ჯავშანი გაუქმდა და ახალი ჯავშნები არ კეთდება. „გამოსავლის ძიება ახლა უშედეგოა. სანამ ომი დამთავრდება, აქ რუსების გარდა არავინ ჩამოვა. საერთოდ არ ვიცი ამ ვადით ჩამოსული ადამიანები ტურისტებად რატომ ითვლებიან. შეგიძლიათ, ნახოთ გუდაურში არავინ არის, ტურისტული ობიექტები ცარიელია. თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც არ არიან უცხოელები. ჩვენი კოლეგები, მეგობრები, ხალხი რომლებთანაც წლებია მოვდივართ, ყველა გაჩერებულია,“ – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
მისივე განმარტებით, ამჟამად, ტურისტული სფერო სრულად გაჩერებულია და ცვლილება ომის დამთავრებამდე მოსალოდნელი არ არის.