„სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ“, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვას მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. არხის ინფორმაციით, იგეგმება 6 მინისტრის შეცვლა, მათ შორის თეა წულუკიანის.
„არა, სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ“, – ამბობს კულტურის მინისტრი.
“ჰო, რა გინდა აბა? სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ” | წულუკიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტს
“ჰო, რა გინდა აბა? სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ” | წულუკიანი “მთავარი არხის” ჟურნალისტს
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ორშაბათი, 29 იანვარი, 2024
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ. დღეს, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე შეცვლის, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
„იმედი“: პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის