სანდრა ბალოკისა და მის მეგობარ მამაკაცთან ბრაიან რანდალს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იშვიათად ვხედავთ. ამჯერად პაპარაცებმა შეყვარებულები ლოს-ანჯელესში გადაიღეს, როდესაც მსახიობი და ფოტოგრაფი ერთ-ერთ რესტორანში, რომანტიკულ ვახშამზე ხვდებოდნენ ერთმანეთს.
სანდრა ბალოკი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა შავი ფერის კოქტეილის კაბაში, რომლიც ასევე შავი ფერის ფეხსაცმელთან და ჩანთასთან ჰქონდა შეხამებული. ის რესტორანთან მარტო მივიდა და მალევე მას ბრაიან რანდალი შეუერთდა. რანდალმა ვახშმისთვის არჩევანი ნაცრისფერ პიჯაკსა და შარვალზე გააკეთა.