სანდრა ბალოკი მეგობარ მამაკაცზე, ბრაიან რენდალზე ზაფხულში დაქორწინდება, ამის შესახებ RadarOnline წერს.გამოცემის ინფორმაციით, ქორწილი, შესაძლოა, სანდრას დაბადების დღეს, 26 ივლისს დაამთხვიონ.
„მსახიობს ძალიან უყვარს ბრაიანი და სურს, ზაფხულში დაქორწინდეს მასზე,“ – ამბობს RadarOnline-ის წყარო.
რენდალი ბალოკის ხუთოთახიან სახლში გასულ შემოდგომას გადავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ სანდრას შვილებისთვის – 6 წლის ლუისისთვის და 3 წლის ლაილასთვის კარგი მამაა.
სანდრამ და ბრაიანმა ერთმანეთი გადაღებისას გაიცნეს, მსახიობმა ფოტოგრაფი ლუისის დაბადების დღის წვეულების გადასაღებად 2015 წლის იანვარში დაიქირავა.