LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა ბალოკი „ვივიენ ვესტვუდის“ ასიმეტრიულ კაბაში (ფოტო)

sandra

სანდრა ბალოკი კინოფესტივალის AFI Fest 2018-ის საპატიო სტუმარი გახდა. მსახიობმა თავისი ახალი ფილმი „ჩიტის ბუდე“ წარადგინა, რომელიც სიუზან ბირის საშინელებათა ჟანრის პროექტია. ფილმი ჯოშ მალერმანის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული და ის მარტოხელა დედის ისტორიას გვიყვება, რომელსაც საკუთარი შვილების გადარჩენა უწევს. კომპანია „ნეტფლიქსმა“ ფილმის მსოფლიო პრემიერა კალიფორნიაში მომხდარი ხანძრის გამო გადადო. თავის მხრივ სანდრა ბალოკმა ხანძრით დაზარალებულებისთვის 100 ათასი დოლარი გამოყო.

წითელ ხალიჩაზე სანდრა ბრწყინავდა „ვივიენ ვესტვუდის“ ასიმეტრიული ფორმის კაბით, რომელიც შავ და ნარინჯისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ჩვენებას ფილმში მონაწილე პატარა მსახიობებიც ესწრებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები