კინომსახიობთა გილდიის წლევანდელი დაჯილოდოვების კიდევ ერთიი ფავორიტი მსახიობი სანდრა ო გახდა, რომელმაც საუკეთესო დრამატულ სერიალში მონაწილეობისთვის ამჯერად კრიტიკოსთა ჯილდოც მიიღო. სერიალისთვის „ევას მკვლელობისას“ სანდრა ომ აქამდე გამართული ყველა პრესტიჟული ცერემონიალის მთავარი ჯილდო მიიღო და ამ ნომინაციის უპირობო ლიდერი გახდა. კინომსახიობთა გილდიაზე მისი გამოსვლა გამარჯვებულის რანგში არანაკლებ ემოციური გახდა. ის ქეით მიდლტონის საყვარელი დიზაინერის „ჯენი პეკჰამის“ წითელ საღამოს კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც ულამაზესი თვლებით იყო გაფორმებული.
„გრეის ანატომიის“ ვარსკვლავის გამოსვლა ტრადიციულად ემოციური იყო, მან განსაკუთრებული მადლობა ფილმში პარტნიორს, ჯოდი კომერს გადაუხადა.