სანდრა რულოვსი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმრობდა. ყოფილმა პირველმა ლედიმ გულწრფელად ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, მათ შორის იმ სენზე, რომლის გადატანაც მოუხდა:
„ვიცოდი ონკოლოგიური პრობლემების გავრცელების შესახებ. ხშირად მესამე-მეოთხე სტადიაში ჩნდებოდა და უკვე გვიან იყო მკურნალობა. ეს საკითხი ძალიან მაწუხებდა. ვიცოდი, რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა ამ პრობლემის აცილება. თავიდან რომ 20 000 ქალი მიდიოდა წელიწადში შესამოწმებლად, ახლა 40 000 ქალი მიდის. პირველად 2009 წელს მივედი შესამოწმებლად, როცა 40 წლის გავხდი. მეორედ რომ მივედი, 2011 წლის თებერვალში დაეჭვდნენ. მირჩიეს ევროპაში კიდევ ერთხელ გადამოწმება. მივედი საავადმყოფოში, სადაც სხვათა შორის, ქართველი მუშაობს. მინდოდა, რომ თუკი რაიმე აღმომაჩნდებოდა, კონფიდენციალური ყოფილიყო. ჩემს დიაგნოზს ერქვა ნულოვანი სტადია. მირჩიეს ძუძუს მოკვეთა. დედაჩემმა თქვა, ნეტავ, მე რატომ არ დამემართა და შენ რატომ დაგემართაო. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. ვიფიქრე, რომ ექიმისთვის უნდა მომესმინა და ძუძუ მომეკვეთა. ძალიან გავნერვიულდი. ეს ის წელიწადი იყო, სტინგი რომ ჩამოვიდა. საქველმოქმედო ღონისძიების გამართვას აპირებდნენ და მკითხეს, რაზე ვისურვებდი ამ თანხის დახარჯვას, როგორც პირველი ლედი. მე ვთქვი, რომ მინდოდა, ეს თანხა ძუძუს კიბოთი დაავადებულებს მოხმარებოდათ…
მე გავიკეთე ოპერაცია ამერიკაში. ინტიმური საკითხია, არ მინდოდა ამის გახმაურება, ქალურ სილამაზეზეა საუბარი, ამიტომ სექტემბერში გადავწყვიტე, როცა ვერ შეამჩნევდნენ, რომ აქ არ ვიყავი. ზუსტად ექვსი წლის წინ სექტემბერში გამიკეთეს. თავიდან უცნაური იყო, ნელ-ნელა შევეჩვიე და გადავლახე. მგონი, ამ ამბავმა უფრო გამაძლიერა. ეს არის ბომბი შენს ცხოვრებაში. ფიქრობ, 5 წელიწადში აღარ იქნები, როგორ იქნება ედუარდი, ნიკუშა… რას იზამს ჩემი ოჯახი?!..“ – ამბობს „ნანუკას შოუში“ სანდრა რულოვსი.
