სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულია.
ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა პირველი პრემია და მსმენელის სპეციალური პრიზი მიიღო.
მან საფინალო ტურში პ.ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.
სანდროს პირველ პრემიასთან ერთად გადაეცა ფულადი ჯილდო ( 25000 € ) და ასევე აუდიტორიის სიმპათიის პრიზი, რომლის მფლობელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.
სანდრო ნებიერიძე მიუნხენის პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში ჩაირიცხა