პანდემიური პაუზის შემდეგ კონსერვატორიის დიდი დარბაზი საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. პროექტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ორგანიზებით ხორციელდება და სტუდენტურ შემოქმედებით აქტივობას უწყობს ხელს.
2021 წლის 15 აპრილს, 16:00 საათზე ისტორიულ დარბაზში დაუკრავენ უკვე ბევრისთვის საყვარელი ახალგაზრდა პიანისტები, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატები, კონსერვატორიის სტუდენტები, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი და გიორგი გიგაშვილი.
ამჯერად მუსიკოსები რომანტიზმის ეპოქის ქმნილებებს შეასრულებენ. პროგრამა საკმაოდ რთულ, დიდი ფორმის ნაწარმოებებს მოიცავს, რომლებიც ცნობილი პირანისტების რეგულარულ საკონცერტო რეპერტუარშია.
კონცერტი ჩატარდება აუდიტორიის გარეშე და გადაიცემა პირდაპირი ლაივსტრიმით კონსერვატორიის და დიდი დარბაზის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდებზე შემდეგი ბმულების მეშვეობით:
www.facebook.com/TbilisiConservatoire
კონსერვატორია იმედოვნებს, რომ მუსიკოსებისთვის ერთ-ერთი საყვარელი სივრცე – კონსერვატორიის დიდი დარბაზი სულ მალე შეძლებს აუდიტორიის მიღებას და მრავალფეროვანი კონცერტებით კვლავ გაახარებს ცოცხალი მუსიკის მოყვარულებს.