LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანიკიძე: ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვეტს ყველა გენერალს, პავლე პირველი როგორ მოკლეს? თავში “ტაბაკერკა” ჩაარტყეს

211
Untitled design (1)

ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ან გენერლები გაგუდავენ, ან თავად პუტინი გაწყვეტს ყველა გენერალს.

შესაძლო სცენარებზე პოლიტიკოსმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინი გენერლებმა გააფრთხილეს ომი არ დაეწყო.

მისი თქმით, გენერალიტეტსა და პუტინს შორის დაპირისპირება აშკარად ჩანს:

“შიგნიდან, ტრიბუნალი გაიწელება და შიგნიდან… მე მაინც ვფიქრობ, რომ “ტაბაკერკა”, პავლე პირველს რომ რეკეს თავში, თამბაქოს ყუთი. პავლე პირველი როგორ მოკლეს? “ტაბაკერკა” ჩაარტყეს თავში და მერე თავადი იაშვილის ყელსახვევით გაგუდეს. რუსეთის ისტორია სულ შეთქმულებების ისტორიაა, აშკარად ჩანს გენერალიტეტსა და პუტინს შორის დაპირისპირება.

გენერლებმა პუტინი გააფრთხილეს, რომ ომი არ დაიწყოო. მაინც დაიწყო ხომ? ახლა იქ არის ასეთი სიტუაცია, რომ ან გენერლები გაგუდავენ პუტინს, ან პუტინი დაწყვეტს ყველა გენერალს. შედეგი მაინც ერთია – მარცხი,” – აღნიშნა სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ უკრაინის რესურსებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის შიდა სტრატეგია რუსული სამხედრო მანქანის დაფქვაა:

“რუსეთის მთელი ისტორია არის, რომ ჩვენზე მაგარი ხალხი არ დაბადებულა. ჩვენ ვერავინ გვერევა. აგერ, მარტო უკრაინა, რომელიც 4-ჯერ ნაკლებია თავისი მოსახლეობით, რესურსებით, 4-ჯერ ნაკლებმა ქვეყანამ მათი სანაქებო წითელი არმია გააპო შუაზე.

უკრაინის გენშტაბის ამოცანაა, რომ რუსეთის დანაკარგი ნახევრამდე აიყვანონ. ახლა რუსეთის დანაკარგი 40%-ია. ნახეთ, როგორ მოქმედებს უკრაინის არმია. შეუძლია გადავიდეს კონტრიერიშზე, მაგრამ არ გადადის. მათი შიდა სტრატეგია არის რუსული სამხედრო მანქანის დაფქვა. ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. რუსულ არმიას ნელ-ნელა ფქვავენ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ახლა ვლადიმერ პუტინს და რუს ხელისუფლებას აქვს, ისაა, რომ დრო აღარ აქვთ უკვე.

რუსეთი ის ვეღარ იქნება, რაც იყო. ეს გამორიცხეთ. რუსეთის მემკვიდრეობის გადანაწილება მოხდება დიდ ქვეყნებს შორის. ამაზე, როგორც ჩანს, უკვე შეთანხმებულია დასავლეთიც და ჩინეთიც ანუ მთელი მსოფლიო”, – თქვა მან.

გუბაზ სანიკიძემ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობა კიევის დაცემას ელოდებოდა:

“ეს ხელისუფლება არ არის. ესენი არიან საკუთარ ბედ-იღბალზე ჩაფიქრებული ადამიანები. რა საქართველო, რის საქართველო? რა იცის ღარიბაშვილმა ქვეყნის ინტერესი რა არის? სად უნდა ესწავლა? წმინდა ბიძინას გიმნაზიაში? რა იცის ღარიბაშვილმა, რა არის საქართველოს ინტერესები, ან რომელიმე მათგანმა? არ ვიცნობდე მაინც. ეს არის უწიგნური ხალხი. ჩვეულებრივი ბნელი ხალხი და არიან ცუდ დღეში, იმიტომ რომ კიევის დაცემას ელოდებოდნენ. ეს ნაძირალები ესენი, ადამიანი რომ ხარ და კიევის დაცემას ელოდები, გამორიცხულია”, – თქვა სანიკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g