LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთი მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს

74
BeFunky-collage (2)

“იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გააგრძელებს, ქვეყანა მზად არის გაერთიანებასთან კავშირი გაწყვიტოს” – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანას იზოლირება არ სურს, თუმცა მზად უნდა იყოს, იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული საქნქციები რუსეთის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის. სერგეი ლავროვმა ამის შესახებ დღეს განაცხადა. 

“ჩვენ არ გვსურს გლობალური ცხოვრებისგან განცალკევება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ მშვიდობა გსურს, მოემზადე ომისთვის.” – თქვა მინისტრმა.

ლავროვმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელიმ თქვა, რომ რუსეთს დასავლეთის დაშლა და გაყოფა სურს.

“როგორც ჩანს, აქ დემოკრატიული ალტერნატივების განხილვის ადგილი არ არის. ისინი დაუნდობლად უშლიან ხელს ამგვარ მცდელობებს.” – თქვა ბორელიმ ევროპარლამენტში და აღნიშნა, რომ კრემლი დემოკრატიას “ეგზისტენციალურ საფრთხედ” მიიჩნევს.

შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსეთის მიმართ არსებული სანქციების გამკაცრებასა და ახალი შეზღუდვების შემოღებას მას შემდეგ განიხილავს, რაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააპატიმრეს, მისი მხარდამჭერი აქციები დაარბიეს, აქტივისტები კი დააკავეს.

ექსპერტების შეფასებით, სანქციები გარდაუვალია, რადგან ბორელის განცხადებებს მხარს უჭერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელიც; სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი კი განიხილავს როგორც ქვეყანაში მოგზაურობის აკრძალვას და ასევე აქტივების გაყინვას პრეზიდენტის მოკავშირეებისთვის.

ნავალნი, პროტესტი, დაკავებები: ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების გაზრდაზე იმსჯელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g