LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნავალნი, პროტესტი, დაკავებები: ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციების გაზრდაზე იმსჯელებს

102
FORTUNA.GE- (5)

რამდენად ძვირი შეიძლება დაუჯდეს რუსეთს ალექსეი ნავალნის ქვეყანაში დაბრუნება? რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის  დაპატიმრება და მისი მხარდამჭერი დემონსტრანტების დაკავება შესაძლოა მორიგი სანქციების მიზეზი გახდეს.

ოფიციალური მოსკოვის ქმედებებს ევროკავშირის მხრიდან მკაცრი შეფასებები უკვე მოყვა.

დღეს კი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ იმ საპასუხო რეაქციაზე, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის ხელისუფლების ქმედებებისკენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, 27 მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაგზავნოს ძალიან მკაფიო და გადამწყვეტი მესიჯი, რომ ასეთი ქმედებები მისაღები არ არის.

მინისტრი ითხოვს სანქციების გაზრდას რუს მაღალჩინოსნებზე.

ევროკავშირის მხრიდან, სანქციების დაწესებას მხარს უჭერს ლატვია და ესტონეთიც, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი კვირას განაცხადა, რომ რომი მზად არის, მხარი დაუჭიროს მოგზაურობის აკრძალვას რუსეთში. დღეს საჯაროდ დაუჭირა მხარი სანქციებს რუმინეთმაც.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა ენერგეტიკის, ფინანსთა და შეიარაღების სექტორებზე 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო, მოგვიანებით სანქციები ასევე დაეკისრათ ოფიციალურ პირებს ნავალნის მოწამვლის საპასუხოდ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოითხოვა იმ აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღიო მონაწილეობა, სულ მცირე, 3 500 ადამიანი კი დარბევის შემდეგ, პოლიციამ დააკავა.

 

რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქცია “თავისუფლება ნავალნის” მიმდინარეობს, დაკავებულია 125-ზე მეტი მომიტინგე

დაკავებულია სამი ათასზე მეტი ადამიანი – სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ნავალნისა და აქციის მონაწილეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g