ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოუწოდა კრიპტობირჟებს, უზრუნველყონ რუსეთის ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებზე დაწესებული სანქციების შესრულება. ადამინისტრაციის განმარტებით, სანქციების ქვეშ მოხვედრილებს არ უნდა შეეძლოთ შეზღუდვების გვერდის ავლით ციფრული ვალუტების გამოყენება.
აღნიშნულ საკითხზე გაფრთხილება აშშ-ის მთავრობისგან უკვე მიიღეს კრიპტოვალუტის უმსხვილესმა ბირჟებმა – Binance, FTX და Coinbase. Binance-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ბირჟა არ გეგმავს სავაჭრო პლატფორმაზე წვდომის დახურვას ყველა რუსი მომხმარებლისთვის, თუმცა იმ პირებისთვის, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან, ბირჟა დაიხურება.
ცნობისთვის, FTX და Coinbase ასევე თანამშრომლობენ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.