სანქტ-პეტერბურგში, კალინინის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტში აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი ცნობით, აფეთქება სუპერმარკეტის შემნახავ საკანში მოხდა. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.