LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანტემ „სულგუნის“ გამოყენების უფლება მოიპოვა

160

კომპანია ”სანტემ”  ”სულგუნის” გამოყენების უფლება მოიპოვა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – საქპატენტმა, გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრში კომპანია „სანტეჯი-ემ-თი პროდუქტები“ გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ გამოყენების უფლების მქონე პირად დაარეგისტრირა.

მათივე ცნობით, „სანტეჯი-ემ-თი პროდუქტები“ პირველი კომპანიაა, რომელმაც დააკმაყოფილა „სულგუნის“ სპეციფიკაციით განსაზღვრული მოთხოვნები: წარმოების არეალი, ნედლეული და დამზადების მეთოდი.

„სულგუნი“გეოგრაფიულ აღნიშვნად საქართველოში საქპატენტის მიერ 2012 წელს დარეგისტრირდა და მისი გამოყენების უფლება ენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

”60 წლიანი საუკეთესო, ქართული ტრადიციების აღდგენით,ნატურალური რძისგან დამზადებული, პირველი შეფუთული სულგუნი „სანებო“ 2012 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე დათანამედროვე დანადგარებისა და უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური დაცვის, ასევე სტაბილურად მაღალი ხარისხისა და უცვლელი გემოს გამო სწრაფად მოიპოვა აღიარება.

„სულგუნი“-ს გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მიღება დიდი წარმატებაა კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებისთვის“, რადგან, გვეძლევა უნიკალური საშუალება გავიტანოთ ყველი „სულგუნი“ საერთაშორისო ბაზარზე და მოვახდინოთ ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია, ასევე, ვაკონტროლოთ აღნიშნული პროდუქტის დასახელების მართლზომიერი გამოყენება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ”, – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, „სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“ 19 წელია ქართულ ბაზარზეა. კომპანიამ რძის შემგროვებელი სისტემის დანერგვაში განახორციალა დიდი ფინანსური ინვესტიცია, რის შედეგადაც, შეიქმნა 15 რძის მიმღები პუნქტი, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ლიტრ რძეს იბარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g