LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საოცარი ამბავი! სანამ ჩვენ გვეძინა, პარიზის გულში პირველ ქართულ ქანდაკებას ამონტაჟებდნენ, მალე ოლიმპიადა გაიხსნება და მას 20 მილიონზე მეტი ახალი მნახველი ეყოლება“ – რას წერს ვიკა ბუკია

540
ვიკა ბუკია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ქართველი მხატვრისა და სკულპტორის, გელა წულაძის ქანდაკება განთავსდა.

სასიხარულო ინფორმაციას და ქანდაკების ფოტოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია ავრცელებს:

„საოცარი ამბავი!

სანამ ჩვენ გვეძინა სენ ჟერმენზე, მთლად „კაფე დე ფლორის” წინ, პარიზის გულში პირველ ქართულ ქანდაკებას ამონტაჟებდნენ.

Équilibre – შეყვარებული ყმაწვილი საქართველოდან პარიზის შუაგულში, ყირაზეა გადასული სიყვარულისგან:)

ავტორი ჩვენი გელა წულაძე, მადლობა.

საოცრებები ხდება ჩვენს თავს, ევროპას ვალამაზებთ, მივილტვით და ვაცნობთ საქართველოს. ოლიმპიადა გაიხსნება მალე და 20 მილიონზე მეტი ახალი მნახველი ეყოლება ამ ქანდაკებას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რას ნიშნავს ქართველი მოქანდაკის ნამუშევარი შუაგულ პარიზში რომ აღიმართა!

უბრალოდ დაუშვებელია ჩვენი ქვეყანა ბოლომდე არ ვაქციოთ ევროპად!“, – წერს ვიკა ბუკია.

‼️საოცარი ამბავი სანამ ჩვენ გვეძინა სენ ჟერმენზე, მთლად „კაფე დე ფლორის” წინ, პარიზის გულში პირველ ქართულ ქანდაკებას…

Posted by Vika Buratinchenko on ორშაბათი, 01 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g