ია ფარულავა ვიკა ბუკიასთან ინტერვიუში იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მას საერთოდ არ ელაპარაკებოდა.
„მიშა საერთოდ გამარჯობას არ მეუბნებოდა, როცა მხვდებოდა ბათუმში ან სადღაც, ვითომ არც მიცნობს… იმიტომ, რომ ეგეთი ხასიათი აქვს.
დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ იხსენებ იმ ამბავს, რომ მის გამო ჩამოხვედი საქართველოში?
მიშაზე პიროვნულად ძალიან გაბრაზებული ვარ და მიმაჩნია, რომ პიროვნულად ძალიან ცუდი ადამიანია, მაგრამ პოლიტიკურად ძალიან დიდ პატივს ვცემ და მივიჩნევ, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ფიგურა იყო, საოცრებები მოახდინა ჩენი ქვეყნისთვის. მიშას ხასიათში ჰქონდა ერთი ძალიან ცუდი თვისება, ვერ ანსხვავებდა, ვინ იყო მისი მტერი და ვინ – მოყვარე, ამიტომაც ზის ახლა ციხეში…“