ანსამბლი „მძლევარი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ანსამბლ „მძლევარისთვის“ დიდი ტკივილია მისი აღზრდილი არჩილ დოლიძის გარდაცვალება. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, არჩილ!“, – ნათქვამია ანსამბლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არჩილ დოლიძის გარდაცვალებას უამრავი სამძიმრის კომენტარი აქვს.
„რა ტრაგედიაა… საოცარი ბიჭი იყო“, „ღმერთო, გაძლება მიეცი მის მშობლებს, „მშვიდობით არა, ნახვამდის ჩემო კურკა!“, „უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული ვაჟკაცო“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ანსამბლ მძლევარისთვის დიდი ტკივილია მისი აღზრდილი არჩილ დოლიძის გარდაცვალება. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, არჩილ (კურკა) ! 💔
Posted by მძლევარი • Mdzlevari on ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025
