LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„8 ოქროს მედალი მოიპოვეს, მოასპარეზე 3 გოგოდან სამივე ჩემპიონი გახდა“ – საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაასრულა

202
Untitled design

„საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაასრულა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრზე მოასპარეზე 3 გოგოდან სამივე ჩემპიონი გახდა:

„გოგონებმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით უმაღლესი სინჯის – 8 ოქროს მედალი მოიპოვეს.

მარიამ მაისურაძემ ქალთა ნაკრების ყულაბა 2 ოქროს მედლით გახსნა, ამის შემდეგ ნათია გადელიამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე 3 ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი მარიამ მურღვლიანმაც“, – აღნიშნულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

?? საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრებმა ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად…

Posted by Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 01 აგვისტო, 2023

 

 

 

magti 5g