LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოჯახო სასტუმროს მეპატრონე იმ პირებს, ვინც ვაქცინაციაზე მარტვილში დარეგისტრირდებიან უფასო დასვენებას სთავაზობს

199
BeFunky-collage (28)

საოჯახო სასტუმროს მეპატრონე ლადო დანელია იმ პირებს, ვინც ვაქცინაციაზე მარტვილში დარეგისტრირდებიან უფასო დასვენებას სთავაზობს.

ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სურს წვლილი შეიტანოს პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევაში და ასევე ვაქცინაციის პოპულარიზაციაში.

“ვინაიდან პანდემია და მისგან გამოწვეული კოვიდ-19 არის ჯერჯერობით უდიდესი პრობლემა როგორც ჩვენთვის ასევე მთელი მსოფლიოსთვის, ვაქციანაცია არის ჯერჯერობით ერთადერთი გონივრული გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.

ძალიან გვინდა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ არსებული პრობლემის დაძლევაში, ასევე ვაქცინაციის პოპულარიზაციაში.

შესაბამისად მივმართავთ ადამიანებს ვისაც უნდა ვაქცინაცია:

ვინც დარეგისტრირდებით ვაქცინაციაზე მარტვილში 17-24 მაისის შუალედში, ჩვენის მხრივ გთავაზობთ უფასო განთავსებას მარტვილში (მაქს 4 ადამიანი ერთ ჯერზე) საოჯახო სასტუმროში, ასევე მოგემსახურებით როგორც გიდი და დაგათვალიერებინებთ მარტვილს, რათქმაუნდა ესეც უფასოდ”,– წერს ლადო დანელია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g