სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს მახინჯ პრაქტიკას, რომელიც ადამიანების უკანონო დაკავებას უკავშირდება – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განმუხურში 2 მამაკაცის დაკავების შესახებ განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
“ამას თავის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები აქვს და პარტნიორებთან ამაზე არის კომუნუკაცია,”- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმი პრობლემას მხოლოდ ქართული პასპორტის მქონე ადამიანებს არ უქმნის.
“მათივე წყაროები ცინიკურად ამბობენ, რომ დაკავებულთა 80% არიან მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, ქართველებიც, მაგრამ ასევე ოსები და აფხაზები,” – განაცხადა ციხელაშვილმა.