გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 10 სოფელში, მიმდინარე წლის ნოემბრიდან, წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატორო და სადაწნეო კოშკები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, საქართველოს მთავრობამ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.
პროექტის განხორციელების შემდეგ, 11 ათასზე მეტი ადამიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც აღნიშნულ სოფლებს წყალი მოეწოდებოდა, 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან ერთად დაათვალიერა.