არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე, „ფორტუნასთან“ დედაქალაქის მერის უფლებამოსილების განხორციელების თარიღზე საუბრობს.
„საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს 11-დღიანი ვადა იმისთვის, რომ გამოაცხადონ საბოლოო შედეგები. შესაბამისად, მერობის ის კანდიდატი, ვინც გადალახავს 50%-იანი ბარიერს, ამ 11 დღის გასვლიდან კიდევ 11 დღის შემდეგ შეძლებს, შეუდგეს უფლებამოსილებას. რაც შეეხება საკრებულოებს, აქაც საუბარია იმაზე, რომ 11 დღის თავზე უნდა შეჯამდეს პროპორციული ნაწილი და მე-19 დღე აქვთ საოლქო საარჩევნო კომისიებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თბილისთან მიმართებაში საბოლოოდ გამოაცხადოს საკრებულოს როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული პრინციპით დაკომპლექტებული წესით დასასრულებლად. ამის შემდეგ ცესკო 30 დღის ვადაში დანიშნავს საკრებულოს პირველ სხდომას,“ – აცხადებს ბოჟაძე.