LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დღეს წარუდგენს

90

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დღეს წარუდგენს, რომელსაც თავის მხრივ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში წარუდგენს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელების შემდეგ, საზოგადოება მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოლოდინშია. მთავრობის მომავალი წევრები და სამოქმედო პროგრამა პარლამენტს მამუკა ბახტაძემ უნდა წარუდგინოს, რომელსაც ამისთვის ერთკვირიანი ვადა აქვს. კენჭისყრამდე კი საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა.პროცედურების დასრულების შემდეგ კი პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელოს.

მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 13 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობამ კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.

magti 5g